Saturday, September 17, 2011

მიჭირს შავ–თეთრის ფერადად ასახვა ...

შეწყდა ოცნებa
და აკორდიც დამელია
სიგარეტი ჩაიწვა და
სულიც ჩამეფერფლა..
შენი მოგონება
გულზე მადევს
და ყოველ ძგერით
მიდის საფეთქელთან..
ჩვენი ქუჩები და
იგავარაკები
წამში გაიფანტნენ
ვითომც სულ არ იყო
ანდაც ვარსკვლავები ვის რად უნდა
სულ რომ ანათებდეს
სულ რომ ცაში ინთოს..
ჩემი გრძნობები
კი ენით აუღწერი
ღამე მინდება რომ
იყოს აღწერილი
ანდაც რაა? ჩემი განთიადი
ლოდინი უსაშველო
სიმებით დაწერილი
მე კი ამ სიტყვებით
ბევრს არ გამოვხატავ
ვცდილობ მოგონების
ფერადად ასახვას
გემშვიდობები უკვე მეასეჯერ
მიჭირს შავთეთრის ფერადად ასახვა...

No comments:

Post a Comment